12 საუფლო დღესასწაული
მოძრავი
ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი – თარიღის გამოთვლა
ბზობა (ბაიობა) ანუ უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში – დიდ-მარხვის მეექვსე კვირას
ამაღლება – აღდგომიდან მე-40 დღეს
სულთმოფენობა – აღდგომიდან 50-ე დღეს
უძრავი (ძვ.სტ. / ახ. სტ.)
განცხადება – ნათლისღება უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი (6 იანვარი / 19 იანვარი)
მირქმა – მიგებება იესუ ქრისტესი (2 თებერვალი / 15 თებერვალი)
ხარება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა (25 მარტი / 7 აპრილი)
ფერისცვალება იესუ ქრისტესი (6 აგვისტო / 19 აგვისტო)
მარიამობა – მიძინება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა (15 აგვისტო / 28 აგვისტო)
ღმრთისმშობლობა – შობა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა (8 სექტემბერი / 21 სექტემბერი)
ჯვართამაღლება – მსოფლიო ამაღლება ცხოველსმყოფელისა და პატიოსნისა ჯვარისა (14 სექტემბერი / 27 სექტემბერი)
ტაძრად მიყვანება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა (21 ნოემბერი / 4 დეკემბერი)
ქრისტეშობა – ხორციელად შობა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი (25 დეკემბერი / 7 იანვარი)
დიდი დღესასწაულები
წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და ხსენება წმ. ბასილი დიდისა (1 იანვარი / 14 იანვარი)
წმიდისა დედისა ჩუენისა მოციქულთა სწორისა ნინო ქართველთა განმანათლებელისა (14 იანვარი / 27 იანვარი და 19 მაისი / 1 ივნისი)
წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობა (24 ივნისი / 7 ივლისი)
წმიდათა თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი (29 ივნისი / 12 ივლისი)
წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა (29 აგვისტო / 11 სექტემბერი)
მცხეთობა-სვეტიცხოვლობა – ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საფარველი (1 ოქტომბერი / 14 ოქტომბერი და 30 ივნისი / 13 ივლისი)
გარდამავალი დღესასწაულები
ღირსისა მამისა ჩუენისა შიო მღვიმელისა – ყველიერის ხუთშაბათს
დიდმოწამისა თეოდორე ტირონისა – დიდი მარხვის პირველ შაბათს
წმიდისა გრიგოლ პალამასი – დიდი მარხვის მეორე კვირას
ღირსისა იოანე კლემაქსისა – დიდი მარხვის მეოთხე კვირას
ღირსისა დედისა ჩუენისა მარიამ მეგვიპტელისა – დიდი მარხვის მეხუთე კვირას
მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება, ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ – ბზობის წინა შაბათს
მენელსაცხებლე დედათა – აღდგომიდან მესამე კვირას
კეთილმორწმუნისა მეფისა თამარისა – მენელსაცხებლე დედათა კვირასა და 1 / 14 მაისს
მართალი ტაბითასი – აღდგომიდან მეოთხე კვირას
ღირსისა დოდო გარეჯელისა – ამაღლების შემდეგ ოთხშაბათს
ღირსისა დავით გარეჯელისა – ამაღლების შემდეგ ხუთშაბათს
ყოველთა წმიდათა – სულთმოფენობის შემდეგ კვირას
საეკლესიო სამახსოვრო დღეები
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე (1917 წ.) (12 მარტი / 25 მარტი)
უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ინტრონიზაციის დღე (1977 წ.) (12 დეკემბერი / 25 დეკემბერი)
უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ანგელოზის დღე (20 ივლისი / 2 აგვისტო)
უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II დაბადების დღე (1933 წ.) (22 დეკემბერი / 4 იანვარი)