დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდის ბოლო-ყველიერის შვიდეული

მშვიდობა მოგცეთ უფალმა!

დაიწყო დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდის ბოლო შვიდეული, რომელიც ყველიერის – მიტევების კვირით მთავრდება და მომავალი ორშაბათიდან (19 თებერვალი), დაიწყება დიდი მარხვა.
– მიმდინარე კვირა ხსნილია რძის ნაწარმით, კვერცხით და თევზით, ოთხშაბათი და პარასკევის ჩათვლით.
– ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოდან (დღეიდან) იკითხება “ლოცვა წმიდისა ეფრემ ასურისა”- “უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო…” (მოიძიეთ ლოცვების წინგში)
– კვირა დღეს ლიტურგიაზე იკითხება სახარება (მთ. 6, 14-21), სადაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვარიგებს, რომ ვაპატიოთ ჩვენ ახლობლებს და მეგობრებს ყოველი წყენა, რის გარეშეც ჩვენ ვერ მივიღებთ ჩვენი ცოდვების შენდობასა და მიტევებას ზეციერი მამისაგან. შესაბამისად სახარების საკითხავისა, ამ დღეს ქრისტიანენი ერთმანეთს სთხოვენ ნებსითნი თუ უნებლიე ცოდვების შენდობას და მიყენებული წყენის თუ გულისტკივილის პატიებას. ამის გამო ამ კვირა დღეს ეწოდება “მიტევების კვირა”

ღმერთმა მოგვცეს ჭეშმარიტი განცდა სინანულისა და ნიჭი პატიებისა, რათა უფალმა ჩვენც მოგვიტეოს ცოდვანი ჩვენნი.

ქრისტე ღმერთმა დაგლოცოთ!

მამა ექვთიმე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *